"ჩემი ოქრო და ვერცხლი"
მუხრან მაჭავარიანის საღამო სკოლაში

ქ. თბილისის 21-ე ბიბლიოთეკისა და 144-ე საჯარო სკოლის ერთობლივი ძალისხმევით 2009 წლის 28 მაისს გაიმართა მუხრან მაჭავარიანის საღამო სკოლაში. ბავშვებმა წარმოადგინეს პოეტის ლექსები, ისაუბრეს მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზაზე, მოამზადეს სლაიდ-შოუ პოეტის ფოტოების მიხედვით. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მოწონება დაიმსახურა ნახატების გამოფენამაც თემაზე: "საქართველოო, გოლგოთაზე უფრო ციცაბოვ!" ღონისძიება განსაკუთრებით გაახალისა სკოლასთან არსებული ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლის გამოსვლებმა.

"ახალი განათლება", 2009 წელი, ივნისი
„ამ ბავშვებში ვხედავ საქართველოს მომავალს“
სკოლაში შემოქმედებითად მუშაობს საპროექტო ჯგუფი. ისინი უზრუნველყოფენ კონკურსებსა და პროექტებში სკოლის მონაწილეობის აქტივობასა და ხარისხს.2004 წლიდან დღემდე გამარჯვებული რამდენიმე პროექტის დასახელება სკოლის პედაგოგთა ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობას გამოკვეთს.
ნათელა ქიმერიძე
სახალხო განათლება, 2008წელი, 3 დეკემბერი
საინტერესო კვირეული
„სამი დღის განმავლობაში 144-ე სკოლის კოლექტივი მასპინძლობდა ესტონელ კოლეგებს. კერძოდ, ტალინის ლილეკულას გიმნაზიის მასწავლებელთა ჯგუფს. დაიგეგმა ერთობლივი პროექტები. ჩატარდა სამოდელო გაკვეთილები. სტუმრებს საგანგებო დახვედრა მოუწყვეს სკოლის აღსაზრდელებმა, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტანსაცმელში გამოწყობილმა პატარებმა შეასრულეს მრავალჟამიერი, სკოლის ბუფეტი კი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ჰგავდა. აღსანიშნავია, რომ კვირეულის მანძილზე ნათლად გამოჩნდა სკოლასთან მშობლების თანადგომა და თანამშრომლობა.“
მაკა ყიფიანი
ახალი განათლება, 2007 წელი, 15-21 ნოემბერი
„რასაც ვწერდი, ყველაფერს ადამიანთა სიყვარული მაწერინებდა...“
დავით კლდიაშვილი- მითის გაცოცხლება
144-ე საჯარო სკოლაში 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყეს დავით კლდიაშვილის ვებ-გვერდზე მუშაობა.ჩატარდა დიდი სამუშაო: ბავშვებმა შეისწავლეს და დაამუშავეს მწერლის ბიოგრაფია და შემოქმედება, მოიძიეს მასალები საჯარო ბიბლიოთეკიდან, პირადი წერილები და ფოტომასალა ლიტერატურის მუზეუმის არქივიდან მოიპოვეს.მოეწყო ექსკურსია მთაწმინდის პანთეონში.დავით კლდიაშვილი- მითის გაცოცხლება
დათო ბარბაქაძე- ძალზე სასიხარულოა, რომ დავით კლდიაშვილის ვებ-გვერდი შეიქმნა, რადგან ეს სწორედ ის მწერალია, დროს რომ უსწრებდა წინ და თანამედროვე გადასახედიდანაც მის შემოქმედებაში დასმული პრობლემატიკა ძალზე აქტუალურია.
ქეთევან ქათამაძე
ახალი განათლება, 2008 წელი, დეკემბერი
''ქართულ ენას მიეძღვნა"
ქართული ენის დღე 144-ე საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. IX-XI კლასების პედაგოგთა და მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანულენოვანი სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები.
მაია კორძაძე- 144-ე სკოლის ორგანიზატორი- მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ ღონისძიების მოწყობაში. განსაკუთრებული მადლობა სტუმრებს, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნეს ქართული ენის დღე.
ჯულიეტა ჩაგელიშვილი- სოფელ ნახიდური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- შესანიშნავი ღონისძიება იყო. გულთბილი მასპინძლობა,ბევრი სითბო და სიყვარული ვიგრძენით. მიხარია, რომ ამ სკოლას დავუმეგობრდით.
ახალი განათლება, 2006 წელი, 20-26 აპრილი
ქართული ენის დღე 144-ე საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა. IX-XI კლასების პედაგოგთა და მოსწავლეთა ინიციატივით მოეწყო ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანულენოვანი სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები.
მაია კორძაძე- 144-ე სკოლის ორგანიზატორი- მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ ღონისძიების მოწყობაში. განსაკუთრებული მადლობა სტუმრებს, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნეს ქართული ენის დღე.
ჯულიეტა ჩაგელიშვილი- სოფელ ნახიდური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- შესანიშნავი ღონისძიება იყო. გულთბილი მასპინძლობა,ბევრი სითბო და სიყვარული ვიგრძენით. მიხარია, რომ ამ სკოლას დავუმეგობრდით.
ახალი განათლება, 2006 წელი, 20-26 აპრილი
ისტორიული ექსკურსი
144-ე სკოლის III კლასელებმა პედაგოგ ნატო ხაჭაპურიძის თაოსნობით 8 თებერვალს დავითობის დღესასწაულზე ჩაატარეს ღონისძიება „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“. მოეწყო ექსკურსია იყალთოსა და გელათში. წარმოადგინეს ინტერნეტით მოძიებული ისტორიული მასალა. გათამაშდა სცენა კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან „დავით აღმაშენებელი“. ისმოდა ქართული სიმღერა, ცეკვავდნენ ხალხურ ცეკვებს. მადლობა ყველას ამ სასიამოვნო დღისთვის!
ეკა გოგუა
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
განათლება, 2008 წელი, 6-12 მარტი
***
თბილისის 144-ე საჯარო სკოლა ( დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი) გამოირჩევა მრავალი საინტერესო ეკოლოგიური პროექტით, სათემო ღონისძიებებით, ღია გაკვეთილებით... VII კლასში (დამრიგებელი ლატავრა პავლაძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში, პედაგოგი ლალი ედიბერიძე. თემა იყო გლობალური დათბობა,ეკოსისტემები და ბიომრავალფეროვნება.გაკვეთილს ესწრებოდნენ გარემოს დაცვის სპეციალისტები. გამოყენებული იყო ინტერნეტით მოპოვებული მასალები და პროექტორით აჩვენეს ვიდეოფილმი „საქართველოს მთიანი ტყეები“.ბიოლოგიის მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „CENN“-ის ხელმძღვანელობას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სკოლებთან.
მარინა ბენიძე
ახალი განათლება,2007 წელი